Pages

Sunday, November 8, 2009

პროექტის სახელი: " ქართველი ემიგრანტები"

პროექტის მოკლე აღწერა: გაეცნონ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, მოიძიონ ინფორმაცია და შეისწავლონ მათი ტრადიციები, მათი ცხოვრების წესი, წარსული და აწმყო.

პროექტის სრული აღწერა: “ ჩვენ არც ისე ბევრნი ვართ, რომ ხმა ვერ მივაწვდინოთ. მოვძებნოთ ერთმანეთი, ვედგეთ გვერდით ერთმანეთს.” ამისათვის მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზე, გამოიკვლიონ შეისწავლონ მათი წარსული, დღევანდელი ყოფა, მათი კულტურა, თუ როგორ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ისინი უცხო მიწაზე. აგრეთვე მოიძიონ ინფორმაცის იმ ცნობილ პიროვნებებზე, საზოგადო მოღვაწეებზე, ისტორიულ პირებზე, რომლებიც გახდნენ ცნობილნი, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს უცხო ქვეყანაში და არა საქართველოში. შეიძლება გაზეთების გაკეთება, ბუკლეტების შექმნა, მოეწყოს მათი გამოფენა. დაიწეროს თავისუფალი თემა “--------“ და მოეწყოს მათი პრეზენტაცია. ჩატარდეს პატარა კონფერენციები სკოლებს შორის ამ თემასთან დაკავშირებით. იქნას ნაჩვენები ფოტო, ვიდეო-მასალა, რომელშიც ასახული იქნება ემიგრანტრების ცხოვრება. მოიძიონ და დამყარდეს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან და თანატოლ მოსწავლეებთან, რომლებთანაც ექნებათ მიმოწერა, რათა უკეთ გაიცნონ ახალგაზრდებმა ერთმანეთი, შეიქმნას ვებ-გვერდი.

მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-16/VII-XI

ვადები/ხანგრძლივობა: 2009წ. დეკემბერი/2010წ. მაისი

პროექტის შესაძლო აქტივობები: მასალის მოძიება, გაზეთების გაკეთება, ბუკლეტების შექმნა, მოეწყოს მათი გამოფენა, მოეწყოს შეხვედრები, გაიმართოს დისკუსიები, მოიძიონ ფოტო,ვიდეო-მასალა და მათი პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგენი/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კონფერენციები , გაზეთები, ვებ-გვერდი, კავშირის კოლებს შორის.

სასარგებლო სხვებისთვის:დამყრდება ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან, დამყარდება მჭიდრო ურთიერთობა მოსწავლეებს შორის და ამ გზით ინფორმაცია ხელმისააწვდომი გახდება სხვებისთვისაც.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ინგლისური, რუსული, ისტორია, გეოგრაფია.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხათუნა ბედენაშვილი

პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: xatato123@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://qartveliemigrantebi.blogspot.com/